Thursday, December 13, 2012

ექსპერიმენტი McDonalds-ზე





  არ ვიცი სიმართლეა თუ შავი პიარი, მაგრამ ვებ-გვერდზე 
copypast.ru  საინტერესო ამბავს წავაწყდი – კანადელმ მელანი ჰესკეტს McDonald’s-ის მზა საჭმლის ანტირეკლამირება უცდია შვილებთან ნაყიდი ჩუსბურგერის მაგალითზე. ჰესკეტის მიერ ნაყიდი ჩისბურგერი ერთი წლის განამვლობაში არ იხრწნებოდა, რაც არა მხოლოდ მაკდონალდსის ყოვლისშემძლეობაზე, არამედ ჩისბურგერის საეჭვო ინგრედიენტებზე და თვისებებზეც პირდაპირ მიანიშნებდა. ჰესკეტი ამტკიცებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩისბურგერს არც ობი, არც სოკო და ჭია გასჩენია. მოკლედ, უხრწნელია, ვითარცა წმიდა სული… მელანი, რომელიც პროფესიონალი დიეტოლოგი ყოფილა, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჩისბურგერში მოთავსებული კატლეტი შემცირდა ზომაში, სხვა დანარჩენი კი სავსებით გამოდგება საჭმელად. მელანი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩისბურგერს ახლაც დაჰყვება ცხიმის სუნი… თუმცა McDonald”s-ის წარმომადგენლები უარყოფენ მათ მიერ წარმოებული პროდუქტის უარყოფით თვისებებს და იმას ამტკიცებენ, რომ ყველა პროდუქტი CFIA - ს მკაცრ შემოწმებას გადის. 

სწრაფი კვება და ჯანმრთელობა



   ვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
  თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასთ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასთ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.
   ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში მოქმედებს ბავშვებისთვის განკუთვნილ ფასტ ფუდზე ამრძალავი რეკლამა. და ეს სწორიც არის, რადგან ბავშვები არიან ყოველივე მიმზიდველის, მაცდუნებლისა და... მავნებლის მთავარი "დამფასებლები". ამიტომ უნდა შეიარაღდეთ სწრაფი კვების მეგაკორპორაცი-ებისთვის დამახასიათებელი ხერხებით - მოამზადეთ საუზმე ბავშვებისთვის საკმაოდ მიმზიდველად, ისე, რომ მან დაჩრდილოს ყველა სახის ჰამბურგერი, ჰოთდოგი, ჩისბურგერი და ა.შ. მაგალითად, გაჭერით შუაზე გემრიელი და გარეგნულად მიმზიდველი ფუნთუშა ან საბუტერბროდე პური, მოამზადეთ მრავალფეროვანი შიგთავსი: მწვანე სალათის ფოთოლი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, უცხიმო ხაჭო ან ყველი (სულგუნიც შეიძლება). შიგთავსის შემადგენლობა შეიძლება ცვალოთ (თხლად შემწვარი კატლეტით ან თხლად დაჭრილი მოხარშული ხორცით), მთავარია მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, რომ მასზე ვერც დიდმა და მით უმეტეს ვერც პატარამ უარის თქმა ვერ შეძლოს. ბავშვიც ხალისიანად მიირთმევს "შინაურ ჰამბურგერს", თქვენც გეცოდინებათ, რომ იგი ყველაფერ სასარგებლოს შეიცავს და რაც მთავარია, ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.
    ვიკვებოთ სწრაფად... დიახ, შეგვიძლია ვიკვებოთ სწრაფად და ამავე დროს ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს შესაძლებელია, მთავარია დავიცვათ რამდენიმე წესი. არ უნდა გამოვიყენოთ არანაირი მყარი ცხიმი, შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა, მივიღოთ მეტი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ცხიმები და მარცვლოვანი კულტურები. თქვენ და თქვენს შვილს გიყვართ შაურმა? მოამზადეთ ე.წ. პიტა შემდეგი შიგთავსით: ყველი, მწვანილი და ბოსტნეული. ეს "კონვერტი" რამდენიმე წუთით მოათავსეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ტაფაზე, რომელსაც მჭიდროდ თავდახურულს დადგამთ ძალიან ნელ ცეცხლზე. რამდენიმე წუთში კი... თითებს ჩაიკვნეტთ. "ჰამბურგერი" შავი პურითაც (ფუნთუშას ნაცვლად) არანაკლებ მადისაღმძვრელად გამოიყურება, კატლეტი შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული ხორცით ან თევზით, დაუმატეთ პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები და გოგრის თესლი. კიდევ ერთი საგულისხმო რეცეპტი: მოხარშული მწვანე ლობიო, პომიდორი და ყველის დაჭრილი ულუფები მოათავსეთ ტაფაზე, რომელიც დაფარული იქნება მცენარეული ზეთით, ყველაფერ ამას ზემოდან მოასხით ათქვეფილი კვერცხი. ხუთი წუთი და "ჯანმრთელი" კერძი მზად იქნება! სწრაფი კვების პროდუქტებში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს პომიდორი, რომელიც ვიტამინებით მდიდარია, ძალზე სასარგებლოა და ამასთანავე შეუძლია მავნე ჩვევისგან გაგვათავისუფლოს. როგორც აღმოჩნდა, პომიდორი და ზოგიერთი სხვა ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა) მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. მეცნიერები თვლიან, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება ეს მჟავა, მოწევის სურვილი მცირდება ან საერთოდ ქრება. ასე რომ, თუ გსურთ მოწევას თავი დაანებოთ, მოიმარაგეთ გემრიელი და მწიფე პომიდორი და აქტიურად გამოიყენეთ ის სწრაფი კვების პროდუქტებში. სწრაფი კვებაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ.

სწრაფი კვების ობიექტი, სადაც ხშირად დავდივარ


 
   


     ერთადერთი სწრაფი კვების ობიექტი, სადაც ხშირად დავდივარ ხოლმე, არის ორი ლულა. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მთელი დღე მიწევს გარეთ ყოფნა, ძალიან მშივდება და შუალედებში, როდესაც ლექციები არ მაქვს, მივდივარ ხოლმე იქ. ძირიტადად მივირთმევ ხაჭაპირსა და შემწვარ კარტოფილს კოკასთან ერთად, თქვენც გირჩევთ, ძალიან გემრიელია :)

სწრაფი კვების ობიექტები საქართველოში



მაკდონალდსი

ძმები კაკაბაძეების N1
ტელ: (+995 32) 922 945
            (+995 32)922 946
26 მაისის მოედანი
ტელ: (+995 32) 364 921
დაბადების დღეები ცენტრი
ტელ: (+995 32) 364 925
მარჯანიშვილი 20
ტელ: (+995 32) 965 950
           (+995 32)966 967

ელვის ამერიკან დაინერი 
მელიქიშვილის ქ.#1
ტელ: (+995 32) 241 155
           (+995 32) 241 156

კრეპის კუთხე 

მოსაშვილის ქ. N1
ტელ: (+995 32) 290 634
ჯანაშიას 11ა
ტელ: (+995 32) 227 577

ნიკალა

პეკინის ქ. N12
ტელ: (+995 32) 333 295
ფაქსი: (+995 32) 333 294

ორი ლულა
ოფისი
ტელ: (+995 32)  39 49 63
ლესელიძის ქ.7
ტელ: (+995 32) 180 781
ყაზბეგის გამზ. N16
ტელ: (+995 32) 387 090
აღმაშენებლის გამზ. N154
ტელ: (+995 32) 950 620
შარტავას 16ა
ტელ: (+995 32) 309 070
მელიქიშვილის 9
ტელ: (+995 32) 225 800
წერეთლის 73
(+995 32)180 925
ვებ გვერდი:www.orilula.ge



წყარო

McDonald's__ სწრაფი კვების ყველაზე პოპულარული ობიექტი



  
 მაკდონალდსის კორპორაცია მსოფილოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. მისი ფილიალები დაახლოებით 119 ქვეყანაშია და ყოველდღიურად 47,000,000 კლიენტს ემსახურება. თუ რას წარმოადგენს მაკდონალდსი, საიდან წარმოიშვა და რა არის ამ კორპორაციის წარმატების მიზეზი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ…
   მაკდონალდსის პირველი სწრაფი კვების რესტორანი კალიფორნიაში, ძმებმა მაკ და დიკ მაკდონალდსებმა გახსნეს. ამით მათ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზეს კალიფორნიელებს, რადგან მანამდე სწრაფი კვების ობიექტები არ არსებობდა.
 მაკდონალდსის პირველი ლოგო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ჩვენთვის ცნობილი ლოგო მხოლოდ 1963 წელს გაჩნდა. მაკდონალდსში ძირითადად იყიდება ჰამბუგერები, ფრანგული კარტოფილი(ფრი), სხვა და სხვა გამაგრილებელი სასმელი, ნაყინი და ქათმის ნაწარმი.
  მაკდონალდსის მომსახურებაში შედის როგორც კაფე-ბარის ტიპის რესტორნები, გადახურული და ღია ცის ქვეშ არსებული მაგიდებით, ასევე ე.წ. მაკ-დრაივი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილიდან გადმოუსვლელად შეგიძლიათ ისადილოდ. ეს სერვისი დაახლოებით ბენზინ გასამართ სადგურს მოგაგონებთ. მაკ-დრაივი უკვე თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
   
     
                                                                   ჰამბურგერი




                                                     McDonald's_ საქართველოში